ფურკადი ესტაფეტის მოლოდინში
ფურკადი ესტაფეტის მოლოდინში

ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარტენ ფურკადი მონაწილეობას მიიღებს დღეს გასამართ ესტაფეტაში, რომელიც გერმანულ რუპოლდინგში გაიმართება.

საფრანგეთის სახელს ასევე დაიცავენ ემილიან ჟაკლენი, კანტენ ფიონ მაიე და სიმონ ფურკადი.

„რბოლას რბოლა მოსდევს. მე-4 ადგილი სპრინტში. დღეს ესტაფეტაა“, -დაწერა ფურკადმა თავის ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, ფრანგმა რუპოლდინგში გამართულ სპრინტში მე-4 ადგილი დაიკავა. 30 წლის ფურკადი მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზეა.

 

View this post on Instagram

 

Race after race! 4th today on the sprint! Relay tomorrow !

A post shared by Martin Fourcade (@martinfourcade) on