მარტენ ფურკადმა 2020 წელს კარიერის დასრულება არ გამორიცხა
მარტენ ფურკადმა 2020 წელს კარიერის დასრულება არ გამორიცხა

ბიატლონში ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ფრანგმა მარტენ ფურკადმა განაცხადა, რომ შესაძლოა, კარიერა 2019-20 წლების სეზონის შემდეგ დაასრულოს.

„ზუსტად ვიცი, რომ მაქსიმუმ 2022 წლამდე ვირბენ. იმ დროისთვის 33 წლის ვიქნები. ბიატლონში უკვე ყველაფერი გამოვცადე, გარშემო კი ძალიან ბევრი შეუცნობელი დარჩა. მინდა ცხოვრების სხვა სფეროებიც შევისწავლო, აგრეთვე, უფრო მეტი დრო გავატარო ბავშვებთან.

2020 წლის აპრილში მივიღებ გადაწყვეტილებას – დავასრულო კარიერა თუ მოვემზადო ოლიმპიადისთვის. მაგრამ, როცა ვარჯიშობ, ამის შესახებ არასოდეს ფიქრობ. მხოლოდ მომავალი სეზონი გაქვს გონებაში“, – განაცხადა ფურკადმა.