ფურკადი ესტაფეტის მოლოდინში
RUHPOLDING, GERMANY - JANUARY 17: Martin Fourcade of France competes at the 10 km Men's Sprint during the IBU Biathlon World Cup at Chiemgau Arena on January 17, 2019 in Ruhpolding, Germany. (Photo by Alexander Hassenstein/Bongarts/Getty Images)
ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარტენ ფურკადი მონაწილეობას მიიღებს დღეს გასამართ ესტაფეტაში, რომელიც გერმანულ რუპოლდინგში გაიმართება.
საფრანგეთის სახელს ასევე დაიცავენ ემილიან ჟაკლენი, კანტენ ფიონ მაიე და სიმონ ფურკადი.
„რბოლას რბოლა მოსდევს. მე-4 ადგილი სპრინტში. დღეს ესტაფეტაა“, -დაწერა ფურკადმა თავის ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, ფრანგმა რუპოლდინგში გამართულ სპრინტში მე-4 ადგილი დაიკავა. 30 წლის ფურკადი მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზეა.