კაცებში ინდივიდუალური რბოლა 20 კმ-ზე ფურკადმა მოიგო | ბიატლონი
კაცებში ინდივიდუალური რბოლა 20 კმ-ზე ფურკადმა მოიგო | ბიატლონი

იტალიის ქალაქ ანტერსელვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში კაცების ინდივიდუალური რბოლა 20 კმ-ზე გაიმართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში ფრანგმა მარტენ ფურკადმა მოიგო.

მეორე ადგილზე ნორვეგიელი იოჰანეს ბო გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი ავსტრიელმა დომინიკ ლანდერტინგერმა მოიპოვა. დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოს საერთო ჩათვლას კაცებში მარტენ ფურკადი 752 ქულით ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს იტალიელი დოროტეა ვირერი 665 ქულით იკავებს.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე ესტაფეტა შერეულ წყვილებში გაიმართება.