რბოლა გამოდევნებით კაცებში ფრანგების ტრიუმფით დასრულდა – ბიატლონი

18:00, 14.03.2020

ფინეთში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპზე ბიატლონში რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5 კმ-ზე გაიმართა, რომელიც ფრანგების ტრიუმფით დასრულდა.

პირველ ადგილზე მარტენ ფურკადი გავიდა, მან მეორე ადგილზე გასულ თავის თანამემამულეს, კენტენ ფიონ მაიეს 2.9 წამით აჯობა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ასევე ფრანგი ემილიენ ჟაკლენი გახდა.

ხვალ მსოფლიო თასზე რბოლა შერეულ წყვილებში და ერთეულთა შერეულ წყვილებში გაიმართება.

მსგავსი