ჰოხფილცენში დღეს მსოფლიო თასის მეორე ეტაპი იწყება | ბიატლონი
ჰოხფილცენში დღეს მსოფლიო თასის მეორე ეტაპი იწყება | ბიატლონი

ავსტრიულ ქალაქ ჰოხფილცენში ბიატლონში მსოფლიო თასის მეორე ეტაპი იწყება. დღეს ორი რბოლა გაიმართება, ქალებში სპრინტი 7.5კმ-ზე და კაცებში სპრინტი 10კმ – ზე.

შეგახსენებთ, რომ 2019-2020 წლების სეზონის მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას კაცებში მარტენ ფურკადი, ხოლო ქალებისას დოროტეა ვირერი ლიდერობს. კაცების საერთო ჩათვლის სამეული ასე გამოიყურება:

მარტენ ფურკადი (საფრანგეთი) 100 ქულა,ტარი ბო (ნორვეგია) 92, იოჯანეს ბო (ნორვეგია) 91. ქალები:დოროტეა ვირერი (იტალია) 96 , მარკეტა დავიდოვა 78 (ჩეხეთი), მარტა ოლსბუ-როსელანდი (ნორვეგია) 76.