ოსტერსუნდში კაცებში 20კმ-ზე ინდივიდუალური რბოლა ფურკადმა მოიგო | ბიატლონი
ოსტერსუნდში კაცებში 20კმ-ზე ინდივიდუალური რბოლა ფურკადმა მოიგო | ბიატლონი

შვედურ ქალაქ ოსტერსუნდში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე ბიატლონში (კაცებში) 20კმ-ზე ინდივიდუალური რბოლა გაიმართა, რომელიც ფრანგი მარტენ ფურკადის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე მისი თანამემამულე სიმონ დესტიე გავიდა. ბრინჯაოს მედალიც ფრანგმა ბიატლონისტმა კვენტინ ფიონ მაიემ მოიპოვა.

დღეს, მსოფლიო თასზე ქალებში 15კმ-ზე ინდივიდუალური რბოლა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სასტარტო ეტაპის სპრინტის (კაცებში) 10კმ-ზე გამარჯვებული ბო გახდა, ხოლო სპრინტში ქალებს შორის 7.5კმ-ზე ოქროს მედალი იტალიელმა დოროტეა ვირერმა მოიპოვა.