ლეგენდარული მარტენ ფურკადი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს
ლეგენდარული მარტენ ფურკადი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ლეგენდარული ფრანგი ბიატლონისტი მარტენ ფურკადი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

კერძოდ, გამოარჩიეს ფურკადის სამი რეკორდი: ყველაზე მეტი გამარჯვება მსოფლიოს თასის პირად ჩათვლაში – შვიდი; ყველაზე გრძელი მოგებების სერია მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში – შვიდი; ყველაზე მეტი მოგებული „ბროლის გლობუსი“ – 33 (შვიდი „დიდი“ და 26 „მცირე“).

32 წლის მარტენ ფურკადმა კარიერა გასული სეზონის შემდეგ დაასრულა. ის ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონია, აგრეთვე, 13-ჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი.