ფრიდრიხ მერცი – ვეძებთ გზებს ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შესაჩერებლად და გავაგრძელებთ უკრაინის წინააღმდეგ ომის განხილვას, ერთი რამ ცხადია, უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე

02:35, 17.06.2025

ვეძებთ გზებს ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შესაჩერებლად და გავაგრძელებთ უკრაინის წინააღმდეგ ომის განხილვას. ერთი რამ ცხადია, ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა.

„დიდი შვიდეულის სამიტის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ნდობით აღსავსე და ღია საუბარი მქონდა. ჩვენ ვეძებთ გზებს ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შესაჩერებლად და ვაგრძელებთ უკრაინის წინააღმდეგ ომის განხილვას. ერთი რამ ცხადია: ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე“, – წერს მერცი სოციალურ ქსელში.

მსგავსი