„ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა 2020 წლის ანგარიში „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
„ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა 2020 წლის ანგარიში „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა განვრცობილი ანგარიში „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, რომელშიც ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის 29 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დემოკრატიის დონეა შეფასებული.

ანგარიშში საქართველოს 100-დან 36,31 ქულა აქვს მინიჭებული. დოკუმენტში მიმოხილულია 2020 წლის მოვლენები.

„2020 წელს საქართველოს დემოკრატია მრავალი თვალსაჩინო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ეს წელი ასევე აღინიშებოდა საარჩევნო კანონმდებლობის გარკვეული გაუმჯობესებებით და სამოქალაქო საზოგადოების გაზრდილი ჩართულობით. საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს დემოკრატიზე დიდი ზეწოლა განახორციელა. წლის ბოლოსთვის, ქვეყანა ჩიხში შევიდა, რადგან მოქმედმა მმართველმა პარტიამ,  „ქართულმა ოცნებამ“ გამართა არჩევნების შემდგომი პირველი საპარლამენტო სესია, როგორც ერთადერთმა მონაწილე პარტიამ“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი შედარებით თავისუფალი და კონკურენტული იყო, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად გამძაფრდა ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების, ასევე ძალადობისა და პოლიტიკური ზეწოლის შემთხვევები. ამის მიუხედავად, 31 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა აღინიშნა 2012 წლის არჩევნების შემდეგ. COVID-19-ის პანდემიის ფონზე არჩევნების ჩატარება შეფასდა როგორც ეფექტიანი, მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენა მასზე მმართველი პარტიის კონტროლმა. სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს მთელი რიგი ხარვეზები არჩევნების დროს, მათ შორის ზეწოლა ამომრჩევლებზე და საარჩევნო უბნებზე აგიტატორების მობილიზაცია, ასევე საოლქო შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი და შემდგომი ცვლილებები. საარჩევნო ხელისუფლებამ საჩივრებზე რეაგირება არ მოახდინა. ამ საკითხებმა უარყოფითი გავლენა იქონია საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, ასევე არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობაზე“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 21 ნოემბერს აჩევნების მეორე ტური, რომელსაც ოპიზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, 30 მაჟორიტარული ოქლიდან 17-ში ჩატარდა. მეორე ტურში ამომრჩეველთა დაბალმა აქტივობამ – 26,29% და ოპოზიციის ბოიკოტმა საშუალება მისცა მმართველ პარტიას, გაემარჯვა ყველა ოლქში, როგორც იყო ნავარაუდები, რამაც ფაქტობრივად ქვეყანაში პოლიტკური კრიზისი გამოიწვია. ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების აღიარებაზე და რამდენიმე მასობრივი საპროტესტო აქცია გამართეს. საერთაშორისო პარტნიორები ცდილობდნენ, დახმარებოდნენ პარტიებს პოლიტიკური დაპირისპირებების დაძლევაში. 2020 წლის ბოლოს მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, ოპოზიციის მიერ ხაზგასმული ძირითადი საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმება არ შედგა.

„ეს წელი იყო გარდამტეხი საქართველოს საარჩევნო კანონის ცვლილების კუთხით. მანამდე, ხანგრძლივი დისკუსიისა და ლობირების შემდეგ, მმართველმა პარტიამ თავდაპირველად 2019 წელს უარი თქვა საარჩევნო კანონში ცლილებების დამტკიცებაზე. ამან გამოიწვია ფართო პროტესტი, რამაც აჩვენა ახალი საარჩევნო სისტემის საზოგადოებრივი მოთხოვნა. საბოლოოდ, საარჩევნო კანონში ფართო ცვლილებები საპარლამენტო არჩევნების წინ, 2020 წლის ზაფხულში შეიტანეს. 2024 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ისეთი სისტემით, რომელშიც პარლამენტი 120 წევრი აირჩიეს პროპორცული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით, მანამდე არსებული შერეული სისტემისგან განსხვავებით. ამასთან ერთად, რეფორმა ითვალისწინებდა უფრო მეტად პლურალისტური პარლამენტის ჩამოყალიბებას საარჩევნო ბარიერის ერთ პროცენტამდე შემცირებით და ქალი დეპუტატების წარმომადგენლობის გაზრდით. რეფორმების პროცესში შედგა კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, თუმცა მათი რეკომენდაციები, განსაკუთრებით საარჩევნო დავების დარეგულირებასთან დაკავშირებით, საბოლოო შესწორებების მიღმა დარჩა“,- ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია – „არჩევნებისა და საარჩევნო რეფორმების გარდა, ქართველი პოლიტიკოსები კვლავ გრძნობდნენ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგებს, როდესაც ოპიზიციური პარტიები და მოქალაქეები შეიკრიბნენ ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს წინ რუსეთის დუმის დეპუტატის ვიზიტის გასაპროტესტებლად, რომელმაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა. დემონსტრაციების შემდგომ გაიმართა ფართო დისკუსიები პოლიციის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდოდ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის (მათ შორის ცრემსლადენი გაზისა და რეზინის ტყვიების) გამოყენების საკითხზე. დებატები გაგრძელდა 2020 წელსაც, რა დროსაც დამკვირვებელი ჯგუფები აკრიტიკებდნენ ოფიციალურ გამოძიებებში ხარვეზებს. ანალოგიურად, კრიტიკის ობიექტი იყო სასამართლო პროცესები შერჩევითი სამართლის განხორციელების გამო, რადგან არეულობის მონაწილეობასთან დაკავშირებით ბრალდებები წაუყენეს მხოლოდ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რამაც კიდევ უფრო გააუარესა საზგადოების ნდობა სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი“.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ზომები აამოქმედა, რომლებიც შეფასდა როგორც დროული, ეფექტიანი და, რასაც შედეგად მოჰყვა პანდემიის პირველი ტალღის დროს ინფექციის შეადრებით დაბალი გავრცელება. ეს აისახა საზოგადოების ნდობაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC), მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მიმართ.

„მაისში დამტკიცდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ცვლილებები, რაც მთავრობას საშუალებას აძლევს, გამოიყენოს სპეციალური ზომები საგანგებო მდგომარეობისთვის, პარლამენტის ზედამხედველობის გარეშე. ეს მოიცავს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ისეთი სამოქალაქო უფლებების ცალმხრივ შეზღუდვას, როგორებიც არის გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლება, რაც არაკონსტიტუციურად მიიჩნიეს დამკვირვებელმა ჯგუფებმა. პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა განსაკუთრებით დააზარალა ეთნიკური უმცირესობები, LGBT+ ადამიანები, დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები და შშმ პირები. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის პოლიტიკა არ არის დისკრიმინაციული რომელიმე კონკრეტული სოციალური ჯგუფის წინააღმდეგ, პანდემიის დროს კიდევ უფრო აშკარა გახდა მთავრობის პოლიტიკის არარსებობა ან არასათანადო გამოყენება ამგვარი ჯგუფების მიმართ. კრიზისის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელი რთული იყო საქართველოში მედიის თავისუფლებისთვის. ქვეყნის პლურალისტული მედიაგარემო კვლავ ზარალდებოდა პოლიტიკური პოლარიზაციისგან და პარტიული კუთვნილების გავლენისგან. ტელეკომპანია „აჭარაზე“ მიმდინარე ზეწოლა კვლავ წარმაოდგენდა გამოწვევას მისი დამოუკიდებლობისთვის და გამოიწვია ფართომასშაბური საკადრო ცვლილებები, ასევე შიში ეტაპობრივად სამთავრობო კონტრლის დაწესებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შევიდა ეროვნული კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რამაც გაოიწვია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგეელთა კრიტიკა, რადგან ის უფლებამოსილებას ანიჭებს მარეგულირებელ უწყებას, კერძო კომპანიებში „სპეციალური მმართველები“ დანიშნოს.
ანგარიშის მიხედვით, „წინა წლის ტენდენციის გაგრძელებით, საქართველოს სასამართლო სისტემაში კრიზისი 2020 წელს კიდევ უფრო გაძლიერდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში პროცედურული გამჭვირვალობის არარსებობა, ასევე საერთო სასამართლოების კანონში მდგრადი ხარვეზები უკიდურესად პრობლემატური რჩებოდა იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ ფართო კრიტიკას უპასუხა გარკვეული რეფორმით. წლის განმავლობაში დამკვირვებლებმა პოლიიტკური მოტივები მიაწერს რამდენიმე გახმაურებულ სასამართლო პროცესს.

„2020 წელი აღმოჩნდა კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის, რადგან ქვეყანას ებრძოდა მრავალ გამოწვევას, რომლებიც განპირობებული იყო „კოვიდ-19“-ის პანდემიითა და საპარლამენტო არჩევნებით. დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა შეიძლება არამდგრადი აღმოჩნდეს ქვეყნის აშკარა პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე. საპასუხოდ, პოლიტიკურმა სპექტრმა ვიწრო პარტიული ინტერესების ნაცვლად, პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ერიანობასა და დემოკრატიული პრაქტიების მშვიდობიან შესრულებას. მთავრობის ლეგიტიმურობა, ასევე მმართველობის საკვაძო ინსტიტუტების ფუნქციონირება შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩეს, ვიდრე პარლამენტი ერთპარტიული წარმოამდგენლობით მუშაობს. სასამართლო სისტემაში კრიზისი შესაძლოა, ასევე გაგრძელდეს, 2018 წლიდან ფართოდ გაკრიტიკებული სტრუქტურული და პროცედურული ცვლილებების გათვალისწინებით. მედიასაშუალებებმა უნდა იმუშაონ, რათა გადალახოს ღრმა პოლარიზაცია და ჰიპერპატიულობა, რომლებმაც გააუარესეს ქვეყნის საინფორმაციო გარემო და საზოგადოებრივი დისკურსი“, – ნათქვამია 2020 წლის ანგარიშში.

დატოვე კომენტარი