28 მარტს ოჰაიოში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მოყვარულები ძალიან საინტერესო დაპირისპირებას იხილავენ. კოლამბუსის „ნეიშონვაიდ არენაზე“ (Nationwide Arena) მძიმე წონით დივიზიონში ფრენსის ნგანუ (14-3) ჯაირზინიო როზენსტრუიკს (10-0) დაუპირისპირდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ბრეტ ოკამოტო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს სურინამელ მებრძოლს 4 ბრძოლა აქვს მოგებული. ჯაირზინიომ ნგანუ ვაშინგტონში ალისტერ ოვერიმის დამარცხების შემდეგ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ როზენსტრუიკი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ჯერჯერობით დაუმარცხებელია. მას 10-დან 10-ივე ბრძოლა აქვს მოგებული. რაც შეეხება ნგანუს, მან ბოლო 3 დაპირისპირება მოიგო (ჯუნიორ დოს სანტოსი, კეინ ველასკესი და კიურტის ბლეიდსი).