ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრები დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრები დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრები ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

საქართველოს პარლამენტის წევრები უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და კოლეგებს.

„საქართველოს პარლამენტის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრები, ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო.

თითოეული ჩვენგანი შეძრა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია დღეს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.