დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

09:48, 27.10.2022

ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ხახუბია გარდაცვლილი თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ნახეს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი