სააგენტო “ფრანს პრესის” ინფორმაციით, საქართველის ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ნიდერლანდების სამეფოში გამგზავრების ნებართვის მიღება ადვოკატის დახმარებით მოითხოვა.
როგორც სააგენტო წერს, „სააკაშვილმა ჰოლანდიის მიგრაციულ სამსახურს მიმართა და მეუღლე სანდრა რულოვსთან ოჯახის გაერთიანება მოითხოვა“. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიდერლანდების ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს.
„მიგრაციულმა სამსახურმა დაადგინა, რომ სააკაშვილს აქვს უფლება, ნიდერლანდებში დროებით ცხოვრების უფლება მიიღოს” – განაცხადა ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კეტრინ დოკმა.
ამას გარდა, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალბე ზეილსტრამ აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მისაღებად მზად არიან.
„მისი მეუღლე ნიდერლანდების მოქალაქეა, თუ ის პასპორტს მოითხოვს, ჩვენი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას მისცემს”, – განაცხადა ჰოლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.