ფრანკფურტის მეტროსადგურები ქართული ანბანის თემატიკის პოსტერებით გაფორმდა
ფრანკფურტის მეტროსადგურები ქართული ანბანის თემატიკის პოსტერებით არის გაფორმებული. ფოტო სოციალურ ქსელში ცნობილმა საოპერო მომღერალმა, გია ონიანმა გაავრცელა.
ქართული ანბანი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის წარდგენის მთავარი თემაა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 9 ოქტომბერს გაიხსნება, ქართული კულტურის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები კი უკვე მიმდინარეობს.