გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც გამოცემა Bild-ი წერს, ცეცხლი თავდაპირველად აეროპორტის ბუქსირს გაუჩნდა, რის შემდეგაც თვითმფრინავს მოედო. ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა.
ცეცხლი ავიაკომპანია Star Alliance-ის კუთვნილ Airbus A340-ს მოედო. Star Alliance-ში შემავალი ავიაკომპანია Lufthansa-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლმა მფრინავის კაბინა დააზიანა. თვითმფრინავი ფილადელფიაში უნდა გამგზავრებულიყო. ხანძრის გამო, მგზავრები სხვა თვითმფრინავით გაფრინდნენ.
გავრცელებული ცნობით, კვამლის გამო შეუძლოდ გახდა ექვსი ადამიანი. ინციდენტის გამო ფრანკფურტის აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა.