ფრანგმა კრიმინალისტებმა და გამომძიებლებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დათვალიერება დაიწყეს
ფრანგმა კრიმინალისტებმა და გამომძიებლებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დათვალიერება დაიწყეს. ინფორმაციას „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.
სამი საგამოძიებო ჯგუფი ტაძრის ტერიტორიაზე ანაბეჭდებს აიღებს და მტკიცებულებების მოპოვებას შეეცდება. პოლიცია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში რამდენიმე დღის წინაც იყო მისული, თუმცა იქ მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოების გამო, მათ ტაძარში შესვლა ვერ მოახერხეს.
ამ ეტაპზე არსებული ვერსიით, ტაძარში ხანძარი სარემონტო სამუშაოების გამო მოხდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევ ყველა შესაძლო მიზეზს განიხილავენ.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 16 აპრილს გაჩნდა. ცეცხლს 400 მეხანძრე ცხრა საათის განმავლობაში აქრობდა. ხანძრის შედეგად ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა ძირითადი ნაწილი შენარჩუნებულია.