ფრანგმა და ესპანელმა ფერმერებმა ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი რვა გზატკეცილი გადაკეტეს
ფრანგმა და ესპანელმა ფერმერებმა ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი რვა გზატკეცილი გადაკეტეს

ფრანგმა და ესპანელმა ფერმერებმა ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი რვა გზატკეცილი გადაკეტეს, – ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

მედიის ცნობით, დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან, სულ მცირე, 24 საათით საფრანგეთსა და ესპანეთს შორის დამაკავშირებელი რვა გზატკეცილი გადაკეტილია. ფერმერები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, არ გამორიცხავენ პროტესტის გაფართოებას.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ზამთრის მასშტაბური პროტესტის შემდეგ მათი მოთხოვნების რამდენიმე პუნქტში ხელშესახები პროგრესი არ შეინიშნება, როგორებიცაა, მაგალითად, ელექტროენერგიის საგადასახადო შეღავათები, „გაზრდილი სასურსათო უსაფრთხოება“, გადასახადების გადახედვა და მზის ელექტროსადგურებზე წვდომის მოპოვებაში მხარდაჭერა.