ფრანგი სენატორი კლოდ კერნი - ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, საქართველომ მეტი იმუშაოს მედიისა და სასამართლო სისტემის საკითხებზე, ვიმედოვნებ, ქვეყანა მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს
ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ მეტი იმუშაოს მედიისა და სასამართლო სისტემის საკითხებზე, – ამის შესახებ ფრანგმა სენატორმა კლოდ კერნმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ამასთან, კლოდ კერნი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მალე მიიღებს.
მისივე თქმით, ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც განაცხადა.
„დემოკრატიული რეფორმების კუთხით, საქართველო კიდევ უნდა წავიდეს წინ, ეს თქვენი ამოცანაა. მე პირადად ძალიან მომწონს საქართველო, ამ თემებზე მომხსენებელიც ვიყავი მონიტორინგის ჯგუფში. ვფიქრობ, საქართველოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გახდეს შემდეგი კანდიდატი ქვეყანა. ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ახლა მეტი იმუშაოთ მედიისა და სასამართლო სისტემის საკითხებზე. ვიმედოვნებ, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მალე მიიღებს. მე ეს დღეს ჩემს გამოსვლაშიც ვთქვი“, – განაცხადა ფრანგმა დეპუტატმა.