ფრანგი მილიარდერი ფრანსუა-ანრი პინო მზადყოფნას გამოთქვამს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში წვლილი შეიტანოს
ფრანგი მილიარდერი ფრანსუა-ანრი პინო მზადყოფნას გამოთქვამს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში წვლილი შეიტანოს.
როგორც სააგენტო „ფრანს პრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფრანსუა-ანრი პინო ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს.
ფრანსუა-ანრი პინო ჰოლდინგ „კერინგის“ აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ფლობს ბრენდებს „გუჩის“, „ივ სენ ლორანს“, „პუმას“, „ბალენსიაგას“ და სხვებს. ის მსახიობ სელმა ჰაიეკის მეუღლეა.
შეგახსენებთ, სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის საჭირო თანხების მოსაძიებლად საერთაშორისო კამპანიას დაიწყებს.