ფრანგი მეთევზეები ლა-მანშის სრუტის ქვეშ გამავალი გვირაბისა და პორტ კალეს ბლოკირებას აპირებენ
ფრანგი მეთევზეები ლა-მანშის სრუტის ქვეშ გამავალი გვირაბისა და პორტ კალეს ბლოკირებას აპირებენ.
ამ ფორმით მეთევზეები აპროტესტებენ, რომ ლონდონმა ბრექსითის შემდეგ მათ თევზჭერისთვის საჭირო ლიცენზიების სათანადო რაოდენობა არ მისცა.
როგორც მეთევზეების ასოციაციის წევრებმა განაცხადეს ისინი ჩახერგავენ გვირაბს, რომლითაც დიდი ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ტვირთები რკინიგზით გადააქვთ.
ფრანგი მეთევზეები ამტკიცებენ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მათ ამცირებს, როდესაც თევზჭერისთვის საჭირო ლიცენზიების სათანადო რაოდენობას არ აძლევს.
ამას გარდა, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთის ერთმანეთს ლა-მანში სრუტის გადაკვეთის მცდელობისას 27 მიგრანტის დაღუპვის გამოც აკრიტიკებენ.