გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის მერობის 33 წლის დამოუკიდებელი კანდიდატი მარტინ ჰორნი მომხრეებთან ერთად არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობდა, როდესაც მას უცნობი პირი მიუახლოვდა და სურათის გადაღება სთხოვა. მოულოდნელად უცნობმა მერს სახეში ძლიერად გაარტა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჰორნს კბილი მოტყდა და ცხვირი გაუტყდა. პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ 54 წლის მამაკაცი დააკავა. სამართალდამცველები არ მიიჩნევენ, რომ მისი ქმედება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. არსებული მონაცემებით, თავდამსხმელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
უპარტიო მარტინ ჰორნმა არჩევნებში „მწვანეთა პარტიის“ კანდიდატი დიტერ სალომონი დაამარცხა, რომელიც ფრაიბურგის მერის თანამდებობას 16 წლის განმავლობაში იკავებდა.