ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოძრაობა „გაბედეს“ წევრების შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
მოძრაობა „გაბედეს“ წევრები ფოთის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
მოძრაობა „გაბედეს“ მტკიცებით, ფოთში გავრცელებული თევზის სუნი მაჟორიტარის, ირაკლი ხახუბიას კუთვნილი ქარხნიდან ვრცელდება. აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი შალვა სარდალიშვილი.
შეხვედრაზე დასასწრებად მივიდნენ საინიციატივო ჯგუფის წევრებიც, რომელთა ორგანიზებითაც, თევზის სუნის გამო ფოთში 2019 წლის დეკემბერში აქციები მოეწყო.