ფოთში, მშვიდობის ქუჩასთან ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
25 წლამდე მამაკაცი 9 აგვისტოს მალთაყვის ტერიტორიაზე ზღვაში დაიხრჩო. ის რუსი ტურისტია და სანაპიროზე ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში იმ დროს შევიდა, როცა 4-ბალიანი შტორმი იყო და ბანაობა იკრძალებოდა. გუშინ, სამძებრო სამუშაოები უამინდობისა და შტორმის გამო შეჩერებული იყო.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.