ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ახალგაზრდა ბიჭის ძებნის ოპერაციაში ჩართული იყო ქობულეთისა და ბათუმის სამაშველო ბრიგადები, ასევე მყვინთავები და სპეციალური ტექნიკა.

მათივე ინფორმაციით, სამი ახალგაზრდა მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან ბანაობდა, რა დროსაც მათ პრობლემა შეექმნათ და წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ერთმა მათგანმა მოახერხა ნაპირზე გამოსვლა, მეორე მაშველებმა გამოიყვანეს, მესამე კი 20 წლის ახალგაზრდა, გარდაცვლილი იპოვეს.​

დატოვე კომენტარი