ფოთში თვითზოლაციაში 55, კარანტინში კი, შვიდი მოქალაქე იმყოფება
ფოთში თვითზოლაციაში 55, კარანტინში კი, შვიდი მოქალაქე იმყოფება

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რიცხვი ექვსით გაიზარდა და 55-ს შეადგენს.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ერთი ადამიანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მისი კვლევის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ცენტრის ცნობით, თვითიზოლაციაში მყოფები ყოველდღიურად კონტროლდებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„დღეს ავიყვანეთ ექვსი ადამიანი, აქედან ერთი სტაციონარშია გადაყვანილი, ჩავთვალეთ რომ არის საეჭვო, რადგან კონტაქტში იყო ბოლნისის ერთ-ერთ მკვიდრთან და თან რესპირატორული დაავადების მწვავე სიმპტომები ჰქონდა. ამიტომ ავუღეთ სინჯი და გავგზავნეთ ინფექციურში, პასუხი ალბათ ხვალ, დღის პირველ ნახევრამდე გახდება ცნობილი. დანარჩენი ხუთი არის თვითიზოლაციაში, ერთი მარნეულიდან არის ჩამოსული, ერთი ბოლნისიდან, დანარჩენები – თურქეთიდან. ამასთან, დღეს თვითიზოლაცია ექვს ადამიანს მოეხსნა“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

ამასთან, მისი თქმით, ფოთში კარანტინში შვიდი ადამიანი იმყოფება.