ფოთში თვითიზოლაციის ვადა ცხრა მოქალაქეს ამოეწურა, თვითიზოლაციაში რჩება 52, ხოლო კარანტინში ექვსი პირი
ფოთში თვითიზოლაციის ვადა ცხრა მოქალაქეს ამოეწურა. ამ დროისათვის თვითიზოლაციაში 52, ხოლო კარანტინში ექვსი პირი იმყოფება.
„გუშინ და დღეს ხუთი ადამიანი დაგვემატა და მათგან ორი საკარანტინო სივრცეში, ბათუმში გადავიყვანეთ. ესენი არიან ბებია და შვილიშვილი. ბავშვი ხუთი წლისაა, ბებია კი 55-ის. ისინი ერევნიდან ჩამოვიდნენ. ასევე, ახლებიდან ერთს კონტაქტი ჰქონდა თურქეთიდან ჩამოსულ ტრაილერის მძღოლთან, რომელიც საბაჟომდე გააცილა. დანარჩენების მოგზაურობის ისტორია კი მოსკოვს უკავშირდება. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობენ“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.