ფოთში, თვითიზოლაციის პროცესი საფრანგეთის ოთხმა მოქალაქემ დაასრულა. ისინი პირადი მანქანებით, ფოთის პოლიციის ეზოში, საპარკინგე ზონაში იმყოფებოდნენ და როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებდნენ, თვითიზოლაციის პროცესს ადგილზე გადიოდნენ.
მერიის ინფორმაციით, ფრანგი ტურისტების კვებას მერია ყველა წესის დაცვით უზრუნველყოფდა.
„ჩვენთან იმყოფებოდნენ უცხოელები, ეს იყო ოთხი ფრანგი, ოჯახით იყვნენ. სამოგზაუროდ ერთი თვის წინ ჩამოვიდნენ, ჩვენ ავიყვანეთ ისინი თვითიზოლაციაზე და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მათ ჰქონდათ საიზოლაციო პირობები, მიეწოდებოდათ საკვები. ისინი იცავდნენ თვითიზოლაციის წესებს და დღეს დაუმთავრდათ ეს პერიოდი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.