ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. თვითიზოლაციაში მყოფ პირთაგან სამი არასრულწლოვანია.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში სამი ადამიანია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„გუშინ საღამოდან 10 ადამიანია აყვანილი თვითიზოლაციაზე. აქედან სამი ბავშვია, დაახლოებით 14-დან 18 წლამდე ასაკის, დანარჩებნები 40-დან 46 წლამდე ასაკის მოქალაქეები. ისინი პოლონეთიდან, ეგვიპტიდან და თურქეთიდან არიან ჩამოსულები. ერთი ბათუმში, საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ, რადგან ოჯახში არ იყო შესაბამისი პირობები. თვითიზოლაციაში მყოფი ყველა ადამიანი თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, არც ერთ მათგანს არ აქვს კლინიკური ნიშნები. დღეის მონაცემებით თვითიზოლაციაში 42 ადამიანი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი სამი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.