ფოთში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 33 ადამიანი რჩება
ფოთში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 33 ადამიანი რჩება

ფოთში თვითიზოლაციაში ამ დროისათვის 33 ადამიანი იმყოფება.

როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ფოთიდან სამი პირის საკარანტინო სივრცეში გადაყვანა გახდა საჭირო.

„თვითიზოლაციაში ამჟამად არის 33 ადამიანი. დღეს გადაწყდა ორის საკარანტინო სივრცეში გადაყვანა, ჯერ არ ვიცით, რომელ რეგიონში გადაიყვანენ. ესენი არიან საბერძნეთიდან ჩამოსულები, 30-დან 35 წლამდე მამაკაცები. ასევე, ფოთიდან წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში იმყოფება კიდევ ერთი ქალი, რომელიც იტალიიდანაა ჩამოსული. ჯერჯერობით არც ერთს არ სჭირდება ანალიზების აღება, რადგან კლინიკურად არანირი გამოვლინება არ აქვთ. ყველა არის ჯანმრთელი, მაგრამ რისკჯგუფებთან დაკავშირებულ პირებს  ვაგზავნით საკარანტინო სივრცეში. დანარჩენებს ვაკვირდებით 14 დღის განმავლობაში, თუ მანამდე რამე კლინიკური გამოვლინება იქნა, ავუღებთ ნაცხს და ვირუსის დადგენის შემთხვევაში გადავიყვანთ ჰოსპიტალში“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.