ფოთში თვითიზოლაციაში 36 პირი რჩება
ფოთში თვითიზოლაციაში 36 პირი რჩება

ფოთში, თვითიზოლაციაში 36 პირი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი სამი ადამიანია მოთავსებული.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი მოწმდება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ქალაქის შესასვლელებთან განთავსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარეობს ავტომანქანების შემოწმება, დეზინფექცია და მგზავრთა თერმოსკრინინგი. საკოორდინაციო შტაბი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ფოთში მოქმედი საწარმოები, რომელთა მუშაობა აუცილებელია ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებისათვის, მუშაობენ მაღალი თვითშეგნებით. საგანგებო სიტუაციის წესები, თუ რეკომენდაციები მათ მიერ მაქსიმალურად არის დაცული “, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.