ფოთში თვითიზოლაციაში 21, საკარანტინო სივრცეში კი ხუთი პირია მოთავსებული
ფოთში, თვითიზოლაციის რეჟიმში 21, კარანტინში კი ხუთი პირი იმყოფება. დღეს თვითიზოლაცია მოეხსნა ექვს ადამიანს.
ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ განაცხადა.
„დღეს სამი მძღოლი დაგვემატა, რომლებიც აზერბაიჯანისა და ერევნის მიმართულებით მოძრაობდნენ. ასეთი ტიპის მძღოლები ქალაქში რომ შემოდიან, თვითიზოლაციაში აგვყავს. ყველა თავს კარგად გრძნობს, არც ერთ მათგანს კლინიკური გამოვლინება არა აქვს. აქვე გეტყვით იმას, რომ დღეს ცხელების ცენტრში მოთავსებულ არც ერთ პაციენტს არ დასჭირდა კორონავირუსზე გამოკვლევა, რადგან ჰქონდათ ბანალური რესპირატორული დაავადება. ნაწილი გაეწერა, ნაწილი კი გადის მკურნალობას“, – განაცხადა ზინაიდა გაგუამ.