ფოთში, თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით შეხვედრის პარალელურად მერიასთან აქცია მიმდინარეობს
ფოთში, თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრის პარალელურად მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია მიმდინარეობს.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა და მოქალაქეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.
ისინი ხელისუფლების შეთავაზებას, რომ მუშა ჯგუფი შეიქმნას, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმებიან, თუ ოთხივე თევზის გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას პრობლემის მოგვარებამდე შეაჩერებს.
„ჩვენ ისევ ვიწამლებით, არ ვემხრობით სამუშაო ჯგუფის შექმნას. ხელისუფლება იმისთვის ავირჩიეთ, რომ ქალაქის კეთილდღეობაზე იზრუნონ. ჩვენ უფრო არაადეკვატურ ქმედებებს მივმართავთ“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვლადიმერ ამბალიამ.