ფოთში, თევზით მოვაჭრეებმა მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტეს.
თევზის რეალიზატორების აქცია ფოთში მას შემდეგ განახლდა, რაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. თევზის რეალიზატორები თევზის ბაზრის გაუქმებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქცია არ დასრულდება.
„არ დავტოვებთ ამ ადგილს, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ან მოგვცენ ალტერნატიული, ჩვენთვის შესაფერისი ნორმალური ადგილი, ან დაგვტოვონ ჩვენს ადგილზე. არ დავიშლებით. ცენტრალურ მაგისტრალსაც გადავკეტავთ. აქციები გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, – აცხადებს თევზის ერთ- ერთი რეალიზატორი, ნარგიზა გვასალია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.