ფოთში საზღვაო-სამაშველო სამსახური მუშაობას დღეიდან იწყებს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელმა მაშველებს პირველადი დახმარების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა.
შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი 20 კაციანი ჯგუფი, მალთაყვის, კუნძულისა და ნაბადის სანაპირო ზოლზე გადანაწილდება და აღნიშნულ ტერიტორიას აგვისტოს ბოლომდე გააკონტროლებს.
“შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი და ფოთის მუნიციპალიტეტი, ტურიზმის განვითარების ცენტრთან ერთად, ზღვის სანაპირო ზოლზე უზრუნველყოფს ტურისტების უსაფრთხოებას. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა სამაშველო სამსახურს ორი სკუტერი და ერთი ძრავიანი ნავი გადასცა. მალთაყვის, ნაბადისა და კუნძულის სანაპირო 24 საათის განმავლობაში გაკონტროლდება“,– განაცხადა ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, რომან ცხვიტარიამ.