ფოთში სასწრაფო დახმარების ცენტრის 61 თანამშრომელს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა
ფოთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 61 თანამშრომელს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა. მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.
აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით მესამედ განხორციელდა.
„კვლევა გეგმის მიხედვით 14 დღეში ერთხელ ტარდება. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 61 თანამშრომლის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა და პასუხების მოლოდინში ვართ. იმედს ვიტოვებ, რომ კვლევის შედეგები უარყოფითი იქნება“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.