ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო
ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა, რომელზეც ეწერა „გახარია წადი“.

საკრებულოს ოპოზიციონერის წევრის შეფასებით, 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციის დარბევა მოხდა, რაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო.

„თქვენ ხართ რუსეთის მონები და ამისთვის პასუხს მოგთხოვთ შთამომავლობა. გახარიამ უნდა დატოვოს თანამდებობა. მას ამ ქმედებას საქართველო არ აპატიებს“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ცხვიტარიას გამოსვლას საკრებულოს თავმჯდომარისა და წევრთა გაღიზიანება გამოიწვია. მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, ნაწილმა კი მის მიერ სხდომის დატოვება მოითხოვა.

ცხვიტარიას განცხადებით, იგი მთელი სხდომის განმავლობაში ტრანსფარანტით ხელში, ფეხზე იდგება და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს.