ფოთში, საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 26 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კიდევ 32-ის პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი
ფოთში, საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის კვლევის შედეგები ცნობილია.
26 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 32-ის პასუხებს კი ელოდებიან.
აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება.
„სულ 58 პირის ბიოლოგიური მასალა იქნა აღებული. მათგან 26-ის კვლევის შედეგი ცნობილია და ყველა უარყოფითია. აღნიშნული კვლევა უკვე მეორედ ხორციელდება და გეგმის მიხედვით, 14 დღეში ერთხელ ტარდება. ამჟამად, სულ 58 ნიმუში იქნა აღებული. იგი ,„პისიარ“ ტექნოლოგიით კვლევისთვის ზუგდიდის ინფექციური საავამდყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.