ფოთში საბაჟოს წარმომადგენლები გამოიკვლიეს, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში საბაჟოს წარმომადგენლები გამოიკვლიეს, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის ლაბორატორიაში 38 პირის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი.

მისივე თქმით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ისინი საბაჟოს წარმომადგენლები არიან.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ 38 პირი. ისინი საბაჟოს წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.