ფოთში ქუჩებისა და ტროტუარების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება. დღეს მოირეცხა გეგიძის ქუჩა.
„აღნიშნულ პროცესში ჩართულია ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი და ჩვენი სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მოირეცხა როგორც ცენტრალური ქუჩები, აგრარული ბაზარი, ასევე ტროტუარები და სავალი ნაწილი. სადეზინფექციო სამუშაოები ფოთის ყველა ქუჩას ჩაუტარდება, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი“,- განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე თოფურიამ.