ფოთში „ქართული ოცნების“ დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ფოთში „ქართული ოცნების“ დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ფოთში „ქართული ოცნების“ დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის მე-9 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

ხახუბიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხმა მისცა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. მისივე თქმით, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით საქართველო გააწევრიანოს ევროკავშირში.

„დღეს ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნებია. ჩემი მხრივ, ხმა მივეცი ჩემს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ჩვენი ოჯახური ღირებულებების დაცვას და, რა თქმა უნდა, იმ უალტერნატივო გზას, რასაც ჰქვია ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. დღეს პოლიტიკურ ველზე ერთადერთი და უალტერნატივო პოლიტიკური პარტია არის, რომელსაც შეუძლია, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ჩვენი ქვეყანა გააწევრიანოს ევროკავშირში“, – განაცხადა გიორგი ხახუბიამ