წელს პირველად, ფოთი ქალაქის დღეს იზეიმებს, რომელიც საკათედრო ტაძრის დღესთან ერთად, კვირაცხოვლობას აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში საკათედრო ტაძარში ჩატარდება საზეიმო წირვა, ქალაქის სიმბოლოებისა და ჰერალდიკის გამოფენა, არჩილ ხორავას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი, ქალაქის ისტორიისადმი მიძღვნილი ლექცია-ექსკურსია კოლხურ მუზეუმში. ნიკო ნიკოლაძის ძეგლს ყვავილებით შეამკობენ. დღესვე გაიმართება ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია და კვინტეტ „ურმულის“ კონცერტი.
ზეიმი ქალაქის ცენტრალურ პარკში გამართული ღონისძიებით დასრულდება.