ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდათ
ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის დამატებით 15 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.
„ფოთში დღეს 15 პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები არიან. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.