ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის მიზნით, პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს კომპანია „ინშაათ საქართველო“ ახორციელებს.
პროექტი მდინარე კაპარჭას 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.
„აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მდინარე კაპარჭას წყალგამტარიანობისა და შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.