ფოთში, კუნძულის უბანში ზღვის სანაპიროს რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 000 მ სანაპირო ზოლზე საკომუნიკაციო ქსელების მოწყობას, ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.
პროექტის მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობას, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას მოიცავს.
კუნძულის უბნის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 122 000 ლარით ფინანსდება.
აღნიშნული სამუშაოები დღეს ფოთის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან ერთად დაათვალიერა.