ფოთში „კოვიდ-19“-ზე ექიმების გეგმური შემოწმება დაიწყო
ფოთში „კოვიდ-19“-ზე ექიმების გეგმური შემოწმება დაიწყო

ფოთში „კოვიდ-19“-ზე ექიმების გეგმური შემოწმება დაიწყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, შემოწმება პრევენციის მიზნით ხორციელდება.

„16 მედიკოსის, მათ შორის შვიდი ექიმის ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ასევე დაიტესტება სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალი.

ეტაპობრივად, ყველა მედიკოსის ანალიზი გაიგზავნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.