ფოთში კორონავირუსზე საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლთა ტესტირება განხორციელდება
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთში, კორონავირუსზე საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლთა ტესტირება განხორციელდება.
მხეიძის თქმით, მძღოლთა ბიოლოგიური ნიმუშები დღეს ლაბორატორიაში კვლევისთვის გაიგზავნება.
„ჩვენ გამოვიკვლევთ მძღოლებს. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. იმედი გვაქვს, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.