ფოთში კორონავირუსზე 138 ტესტი ჩატარდა
ფოთში კორონავირუსზე 138 ტესტი ჩატარდა

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან ლაბორატორიაში კორონავირუსზეპისიარ“ კვლევისთვის 138 ანალიზი გაიგზავნა. კვლევისათვის გაგზავნილი ნიმუშები შსს სამინისტროს თანამშრომლებისა და რამდენიმე საერთაშორისო მძღოლის ბიოლოგიური მასალაა.

„ფოთში დღეს ტესტირება ჩავუტარეთ 138 პირს. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.