ფოთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„პისიარ“ კვლევისთვის ლაბორატორიაში ფოთიდან სულ რვა პირის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი. ოთხი პაციენტის ნიმუში ფოთის ჰოსპიტლიდან გაიგზავნა, აქედან სამს „კოვიდ-19“ დაუდგინდა.
„პისიარ“ კვლევისთვის ოთხი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გააგზავნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმაც, საიდანაც კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ ნანა მხეიძის განცხადებით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა.