ფოთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09:45, 09.10.2020

ფოთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„პისიარ“ კვლევისთვის ლაბორატორიაში ფოთიდან სულ რვა პირის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი. ოთხი პაციენტის ნიმუში ფოთის ჰოსპიტლიდან გაიგზავნა, აქედან სამს „კოვიდ-19“ დაუდგინდა.

„პისიარ“ კვლევისთვის ოთხი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გააგზავნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმაც, საიდანაც კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ ნანა მხეიძის განცხადებით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა.

მსგავსი